შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ კბილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1995 წელს. 1993 წლიდან დაიწყო საადვოკატო საქმიანობა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისა და ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროში. მუშაობდა იურიდიულ ფირმაში "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური"; იყო საქართველოსა და უცხოეთის კომპანიებისა თუ კერძო პირების ინტერესების დამცველი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ; 2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N52 ბაღდათის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2013წწ. მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურორად. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.41; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |