შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა ლაგაზიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები და ასპირანტურა; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; გარმიშ-ჰარტენკირხენის(გერმანია) ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების ცენტრის "ოცდამეერთე საუკუნის ლიდერთა" კურსი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მართვის განხრით. სხვადასხვა დროს პოლიტიკურ მიმომხილველად მუშაობდა გაზეთებში: "ჯორჯიან ტაიმსი", "7 დღე", "კავკასიონი"; 1996-2001წწ. მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ანალიტიკურ დეპარტამენტში საქართველოს პრეზიდენტის წამყვან სახელმწიფო მრჩევლად; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ "ალმა-მატერში" ასწავლიდა სახელმწიფო მართვის თეორიისა და სისტემების კურსს. ავტორია სახელმძღვანელოსი "სახელმწიფო მართვის თეორიის საფუძვლები". ასწავლის სახელმწიფო მართვის სისტემებსა და პოლიტოლოგიას ბადრი პატარკაციშვილის სახელობის მედიის უმაღლეს სკოლაში. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.150 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |