The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა ლაგაზიძე

ხათუნა ლაგაზიძე
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები და ასპირანტურა; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; გარმიშ-ჰარტენკირხენის(გერმანია) ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების ცენტრის "ოცდამეერთე საუკუნის ლიდერთა" კურსი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მართვის განხრით. სხვადასხვა დროს პოლიტიკურ მიმომხილველად მუშაობდა გაზეთებში: "ჯორჯიან ტაიმსი", "7 დღე", "კავკასიონი"; 1996-2001წწ. მუშაობდა სახელმწიფო  უშიშროების საბჭოს ანალიტიკურ დეპარტამენტში საქართველოს პრეზიდენტის წამყვან სახელმწიფო მრჩევლად; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ "ალმა-მატერში" ასწავლიდა სახელმწიფო მართვის თეორიისა და სისტემების კურსს. ავტორია სახელმძღვანელოსი "სახელმწიფო მართვის თეორიის საფუძვლები". ასწავლის სახელმწიფო მართვის სისტემებსა და პოლიტოლოგიას ბადრი პატარკაციშვილის სახელობის მედიის უმაღლეს სკოლაში.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.150

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: