The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1982  (42 წლის)
კატეგორია:იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს.

2005-2006წწ. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე;  2004-2005წწ. სტაჟირება გაიარა  საქართველოს პარლამენტში; 2005-2007წწ. ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას, იყო ,,ადვოკატთა ჯგუფი უსუფაშვილი და ზედელაშვილის“ ადვოკატი; 2007-2009წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის თანამდებობაზე; 2009 წელს იმავე ორგანიზაციაში დაინიშნა იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორად და იმავე წელს არჩეულ იქნა გამგეობის წევრად; მუშაობდა როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ საქმეებზე, ასევე კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების სისტემურ პრობლემატურ საკითხებზე. ამავე თემებზე მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო, რეგიონალურ თუ ადგილობრივ კონფერენციაში, ფორუმსა თუ სემინარში.  მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხებზე მონაწილეობდა არაერთი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში. 2009-2013წწ. კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადამიანის უფლებების კუთხით არის სხვადასხვა კვლევის თანაავტორი. 2015 წლის 13 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.206  //www.president.gov.ge/ge/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცა -"დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", თავმჯდომარე (2013-2014)
  • ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" , დამფუძნებელი წევრი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-2015)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , თავმჯდომარე (2012-2014)
  • საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (2013-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , წევრი

გააზიარე: