The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ანასაშვილი

ნიკოლოზ ანასაშვილი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1988  (36 წლის)
კატეგორია:პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო  სამართლის ფაკულტეტზე. 2005 წელს გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "AGILE-ქართულ-ამერიკული ინიციატივა ლიბერალური განათლებისათვის". 2007 წელს მოიპოვა ჩიკაგოს(აშშ) უნივერსიტეტის სრული გრანტი და 2011 წელს წაჩინებით დაამთავრა ეს უნივერსიტეტი სპეციალობით: საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა და ფრანგული ლიტერატურა. 2009 წელს გაიმარჯვა ამავე უნივერსიტეტის ფრანგულ პროგრამაში და ერთი სემესტრი სწავლობდა პარიზში. ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ვაშინგტონში, საერთაშორისო კომპანიაში, USAID-ის პროგრამების მონიტორინგზე. 2012 წელს მოიპოვა ჰარვარდის(აშშ) კენედის სახელობის მართვის სკოლის "მომავლის ლიდერთა" სტიპენდია. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საჯარო პოლიტიკის განხრით.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.223


გააზიარე: