The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი დოჭვირი

ირაკლი დოჭვირი
Date of birth:25 June, 1975  (48 years)
Category:Mathematician, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1997 წელს.

1998-2001წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტურაში; 2000-2009წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრებზე ასისტენტის, დოცენტის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე; 2010-2012წწ. იყო კავკასიის ბიზნეს-სკოლის(უნივერსიტეტის) კომპიუტერული მათემატიკის მიწვეული პროფესორი; 2012 წლიდან მუშაობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის ასოცირებულ პროფესორად. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მისი სამეცნიერო კვლევების სფეროს წარმოადგენს ბიტოპოლოგიური სივრცეების თეორია; ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს უცხოეთის ავტორიტეტულ მათემატიკურ ჟურნალებში, რომელთა გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: www.researchgate.net/profile/Irakli_Dochviri.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 2002 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

Bibliography


Share: