The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულხან ღლონტი

სულხან ღლონტი
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

2004 წელს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი; მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტში" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 2009 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი დემოკრატების" თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2012 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე. 

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.230


გააზიარე: