The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატა ფერაძე

ნატა ფერაძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1968  (50 წლის)
კატეგორია:მხატვარი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტი; მაასტრიხტის(ჰოლანდია) ბონიფანტენ-მუზეუმისა და ჰააგის(ჰოლანდია) მუზეუმ "მაურიტსჰოისის" ორდინატურები სპეციალობით-დაზგური ფერწერის რესტავრაცია.

მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის რესტავრაციის მიმართულებით; თბილისის მხატვრის სახლსა და საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში-დაზგური ფერწერის რესტავრაციის განხრით. იყო ჟურნალ "ინტერესის" მხატვარი, სტუდია "1,2,3"-ის გარფიკული დიზაინერი. დააარსა ფირმა "პლანტი", რომლის საქმიანობის სფერო იყო მცენარეების გამოყვანა, რეალიზაცია, ეზოებისა და აივნების მოწყობა-გამწვანება. 2008-2009 წლებში მუშაობდა კომპანია "გრინსერვისის" მენეჯერად; 2010 წლიდან საქმიანობდა ფირმა "ეკოდესანტში", ხოლო 2013 წელს დააფუძნა "პარტიზანული მებაღეობა თბილისში". გარემოს დამცველი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.236


გააზიარე: