შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით; უკრაინის ნაციონალური თავდაცვის აკადემია; აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯი. გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს აკადემიაში; მარშალის სახელობის უსაფრთხოების შესწავლის ეროვნულ ცენტრში(გერმანია); აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამაგისტრო სკოლაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში; იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი; დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე. 2013-2016წწ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. გერმანიასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და სამაგალითო თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდა გერმანიის შეიარაღებული ძალების ღირსების ოქროს ჯვრით, აშშ-ის ეროვნული გვარდიის საპატიო მედლით. გენერალ-მაიორი (2013), სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2014), უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის საპატიო დოქტორი (2016). წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.250; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.282 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |