The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1980  (45 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2008-2009 წლებში სწავლობდა ვარშავის(პოლონეთი) უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე; ნიუ-იორკის(აშშ) კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში.

2010-2011წწ. იყო "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2011-2013წწ. აღმასრულებელი დირექტორი; მისი მონაწილეობით დაფუძნდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, სადაც 2013 წლამდე გამგეობის წევრი იყო. 2013 წლის თებერვლიდან  არის საერთაშორისო არასამთავრობო "ციხის საერთაშორისო რეფორმის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის პროგრამების კოორდინატორი საქართველოს სახალხო დამცველის  ოფისთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი. არის ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი. კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.276

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: