შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო ელისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით. 1996 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად ჯერ გაზეთებში, შემდეგ-სხვადასხვა რადიოსადგურებსა და ტელეკომპანიაში: 2004-2007წწ. რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი; 2004-2007წწ. მეცხრე არხის საინფორმაციო კორესპონდენტი; 2006-2012წწ. თბილისსზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარის" თავმჯდომარე; 2007-2009წწ. ტელევიზია "მაესტროს" ჟურნალისტი; 2008-2016წწ. ტელევიზია "კავკასიის" ჟურნალისტი; 2011-2017წწ. თბილისის საკრებულოს დამოუკედებელი მაჟორიტარი; 2013-2014წწ. შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე; 2018-2020წწ. "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე; 2020წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ. 318; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |