The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ელისაშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით.

1996 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად ჯერ გაზეთებში, შემდეგ-სხვადასხვა რადიოსადგურებსა და ტელეკომპანიაში: 2004-2007წწ. რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი; 2004-2007წწ. მეცხრე არხის საინფორმაციო კორესპონდენტი; 2006-2012წწ. თბილისსზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარის" თავმჯდომარე; 2007-2009წწ. ტელევიზია "მაესტროს" ჟურნალისტი; 2008-2016წწ. ტელევიზია "კავკასიის" ჟურნალისტი; 2011-2017წწ. თბილისის საკრებულოს დამოუკედებელი მაჟორიტარი; 2013-2014წწ. შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე; 2018-2020წწ. "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე; 2020წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

 წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ. 318; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" , თავმჯდომარე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი (2021-2023)
  • ქალაქზე მზრუნველთა არასამთავრობო გაერთიანება "ტფილისის ჰამქარი", დამფუძნებელი (2006-)

გააზიარე: