შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ევგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიით დაამთავრა ლონდონის ეკონომიკის სკოლა და მიენიჭა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს სწავლობდა მაასტრიხტის(ჰოლანდია) უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე და სტენფორდის(აშშ) უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის პროგრამაში. მუშაობდა ეკონომიკური რეფორმების ცენტრის მრჩევლად საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში; ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად; საქართველოს ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიების მედიაკოორდინატორად; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერად. 2010 წლიდან არის ამავე ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ. 332 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |