შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჟიჟილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით; ორებროს(შვედეთი) უნივერსიტეტის გლობალური ჟურნალისტიკის მაგისტრატურა; თომსონის ფონდის ჟურნალისტური სკოლა(ლონდონი, დიდი ბრიტანეთი). სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, ტელეკომპანიებში "მზე", "იბერია", "მაესტრო", "ინტერპლუსი"(უკრაინა). თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსით თანამშრომლობს რადიო "უცნობთან", ჟურნალ "ლიბერალთან", ვებგამოცემა "ნეტგაზეთთან", სტუდია "რესთან". არის კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |