შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ თავხელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურისა და "ფრანსპრესის" სააგენტოს კორესპონდენტად; სააგენტო "პრაიმნიუსის" მთავარ რედაქტორად; სტუდია "აუდიენციის" რეადქტორად; ტელეკომპანია "პიკის" წამყვანად. იყო "საქართველოს ბანკის"საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ბანკ "რესპუბლიკის" საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი. 1992-1995წწ. ცხოვრობდა მოსკოვში (რუსეთი), სადაც მუშაობდა რადიო "თავისუფლების", "ნეზავისიმაია გაზეტას", "ინტერფაქსის", "სეგოდნიას" კორესპონდენტად. იყო ბორის ელცინის საპრეზიდენტო საბჭოს ექსპერტი კავკასიის საკითხებში. 2001-2004წწ. გაატარა ლონდონში, სადაც მუშაობდა პროგრამისტად კერძო კომპანიასა და საინვესტიციო ბანკში. არის ჟურნალ "ტაბულის" მიმომხილველი და საბჭოს წევრი კოალიციისა "ევროპული საქართველოსთვის". პროგრამისტი, ექსპერტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.48
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |