შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ციხისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის აგრარული უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ბოტანიკის სპეციალობით. 1997 წელს დააარსა ორგანიზაცია "კავკასიის ქალთა ქსელი", რომელსაც დღემდე თავმჯდომარეობს. ხელმძღვანელობდა სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებას ორგანიზაციაში "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტები". 2009-2011წწ. იყო საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია და რამდენიმე წიგნი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემატიკაზე. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.60 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |