The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გიგინეიშვილი

ლევან გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1982  (36 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი; სწავლობდა მედიაველისტიკას ბუდაპეშტის(უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა და ლუვენის(ბელგია) კათოლიკურ უნივერსიტეტში; პედაგოგიკას ჰარვარდის(აშშ) უნივერსიტეტში.

მუშაობდა თსუ დოცენტად. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ასწავლის ფილოსოფიასა და ქართულ ლიტერატურას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.94


გააზიარე: