შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ცუცქირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი და სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველი ფაზის პროექტის მენეჯერი. მუშაობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში". მიღებულია აქვს მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის პოლ ნიტზეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში(ვაშინგტონი, აშშ). არის ორგანიზაციის-"ნიდერლანდის ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის"(NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.126
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |