შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა გიგაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების, ასევე ამსტერდამის(ჰოლანდია) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო ხარისხი. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში საგარეო ურთიერთობათა განხრით და კერძო სექტორში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში. იყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე. არის არასამთავრობო ორგანიზაციის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.137
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |