The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა გიგაური

ეკა გიგაური
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:იურისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების, ასევე ამსტერდამის(ჰოლანდია) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო ხარისხი.

მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში საგარეო ურთიერთობათა განხრით და კერძო სექტორში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში. იყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე. არის არასამთავრობო  ორგანიზაციის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. 

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.137


გააზიარე: