The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა მაზმიშვილი

ეკა მაზმიშვილი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი; მოიპოვა ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი გრენობლის(საფრანგეთი) მენეჯმენტისა და საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში.

2006 წლიდან არის თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი, ხოლო 2009 წლიდან-თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი. სხვადასხვა დროს თემაზე "კულტურის მენეჯმენტის პრაქტიკა და ისტორია" კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში. იყო თეატრალური სარდაფის მენეჯერი და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" პროგრამების კოორდინატორი. მენეჯერი.  

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.144


გააზიარე: