The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჩივაძე

ალექსანდრე ჩივაძე
Date of birth:8 April, 1955  (69 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყარაჩაევსკი (რსფსრ, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური რესპუბლიკა). 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1947-1987წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში", რომლის შემადგენლობაში 1978 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება; ერთხელ გახდა საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის (1977) და სამჯერ (1976, გაზაფხული, 1979, შემოდგომა, 1981)-ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976 და 1979) და ფინალისტი(1980), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979). 1981 წელს თბილისის "დინამოსთან"ერთად მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მონაწილე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. ამ გუნდში ჩაატარა 46 შეხვედრა, აქედან 26-კაპიტნის რანგში (გაიტანა სამი გოლი). ითამაშა სსრკ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 323 მატჩში (44 გოლი). 1993-1996 და 2001-2003 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.151; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.121

Awards and Honors

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი

Share: