The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრაიბურგისა და მიუნხენის(გერმანია) უნივერსიტეტებში. გაიარა ჰარვარდის(აშშ) უნივერსიტეტის მაგისტრატურა განათლების მიმართულებით.

მუშაობდა საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლად; 2004-2009წწ. სათავეში ედგა განათლების რეფორმის პროექტ "ილია ჭავჭავაძის", სასწავლო გეგმების, სახელმძღვანელოებისა და მოსწავლეების შეფასების მიმართულებას; მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და დაინერგა ეროვნული სასწავლო გეგმა, დაარსდა სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ჩატარდა გამოკვლევები მოსწავლეთა სწავლის შედეგების მიმართულებით. მისი ავტორობით შემუშავებულია პოლიტიკის დოკუმენტები განათლების ხარისხის, განათლების მართვის, სკოლების უსაფრთხოებისა და მასწავლებლების მომზადების სფეროებში; იკვლევს საქართველოს და საერთაშორისო განათლების პრობლემებს. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორანტი, განათლების საკითხთა ექსპერტი. 

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ. 156

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: