| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ჯანაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრაიბურგისა და მიუნხენის(გერმანია) უნივერსიტეტებში. გაიარა ჰარვარდის(აშშ) უნივერსიტეტის მაგისტრატურა განათლების მიმართულებით. მუშაობდა საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლად; 2004-2009წწ. სათავეში ედგა განათლების რეფორმის პროექტ "ილია ჭავჭავაძის", სასწავლო გეგმების, სახელმძღვანელოებისა და მოსწავლეების შეფასების მიმართულებას; მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და დაინერგა ეროვნული სასწავლო გეგმა, დაარსდა სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ჩატარდა გამოკვლევები მოსწავლეთა სწავლის შედეგების მიმართულებით. მისი ავტორობით შემუშავებულია პოლიტიკის დოკუმენტები განათლების ხარისხის, განათლების მართვის, სკოლების უსაფრთხოებისა და მასწავლებლების მომზადების სფეროებში; იკვლევს საქართველოს და საერთაშორისო განათლების პრობლემებს; მუშაობდა განათლების საერთაშორისო განვითარების პროექტებში უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში; დაიცვა დისერტაცია კოლუმბიის უნივერსიტეტში, განათლების საერთაშორისო განვითარების მიმართულებით; მისი კვლევების ძირითადი ინტერესია განათლების პოლიტიკა; სხვადასხვა დროს იყო ილიას და კავკასიის უნივერსიტეტების პროფესორი და აგრეთვე ფრანკფურტის გოეთეს სახელობის და აღმოსავლეთ ევროპის მოწვეული ლექტორი. კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორანტი, განათლების საკითხთა ექსპერტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ. 156 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

