შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა თხილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი:ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ასპირანტურა. მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ტელეარხის კორესპონდენტად; ჟურნალ "ბაგრატის ტაძრის" რედაქტორის მოადგილედ; სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი. არის კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ამავე სასწავლებლის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 100-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ. 179 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |