შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა აღდგომელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოციალურ საკითხებზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. არის "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელი. 2000 წლიდან მუშაობს ქალთა უფლებების, გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე. 2003 წლიდან იკვლებს სიძულვილის ენას ქართულ მედიაში. სხვადასხვა დროს იყო ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ქალთა პროგრამის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე; ლგბტ ჟურნალ "მე"-ს რედაქტორი. არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი. უფლებადამცველი, გენდერის საკითხთა ექსპერტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ. 199
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |