The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა აღდგომელაშვილი

ეკა აღდგომელაშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოციალურ საკითხებზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. არის "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელი.  2000 წლიდან მუშაობს ქალთა უფლებების, გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე. 2003 წლიდან იკვლებს სიძულვილის ენას ქართულ მედიაში. სხვადასხვა დროს იყო ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ქალთა პროგრამის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე; ლგბტ ჟურნალ "მე"-ს რედაქტორი. არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი. უფლებადამცველი, გენდერის საკითხთა ექსპერტი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ. 199


გააზიარე: