შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ლომჯარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით სამართალში 2006 წელს; სენტ-ლუისის(აშშ) ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა 2011 წელს. 2003-2004წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), იურიდული დახმარების ცენტრის ასისტენტი; 2005-2007წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურისტი; 2008-2010წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საარჩევნო პროექტების კოორდინატორი; 2011 წელს ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, სამართლის პროფესორის ასისტენტი; 2014-2015წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2011-2015წწ. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016წწ. "ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელი (ENEMO)", გენერალური მდივანი; 2016 წელს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), იურიდიული და საარჩევნო კონსულტანტი; 2016-2017წწ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე; 2017 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2017 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.206; საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდი: www.ombudsman.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |