The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გოგია

გიორგი გოგია
Date of birth:15 January, 1978  (48 years)
Category:Civil Rights Activist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის(ბუდაპეშტი, უნგრეთი) პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრატურა.

2006 წლამდე მუშაობდა უფროს ანალიტიკოსად კრიზისების მოგვარების საერთაშორისო ჯგუფში(ICG); იკვლევდა და ამზადებდა ანგარიშებს აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის კონფლიქტებზე. ავტორია არაერთი ანგარიშისა სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების რეფორმაზე; პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე; საკუთრების უფლების დარღვევებზე. არის საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ "ჰიუმან რაიტს უოჩის" მიერ მომზადებული ანგარიშის თანაავტორი. მუშაობს ამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის უფროს მკვლევრად სამხრეთ კავკასიაში. უფლებადამცველი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.237

Bibliography


Share: