The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი ხოშტარია

გოგი ხოშტარია
Legal name:გიორგი ხოშტარია
Date of birth:4 October, 1938  (86 years)
Category:Public official, Scientist, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1964-1990წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ მუშაკად, უფროს მეცნიერ მუშაკად; 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი აბაშის №88 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990-1991წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად; კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს I კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. ადამიანის უფლებათა დაცვისას გამოჩენილი მამაცობისთვის მიღებული აქვს ჰიუმან რაიტს უოჩის პრემია (1995). არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და ორი მონოგრაფიის ავტორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.282; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 412; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • პოლიტიკური გაერთიანება "მრგავლი მაგიდა", გამგეობის წევრი (1990-)
  • საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1990)
  • საქართველოს ჰელსინკის კავშირი, გამგეობის წევრი (1989-)

Bibliography


Share: