The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა გაზეთებში: "ახალგაზრდა ივერიელი", "7 დღე", "ჯორჯიან თაიმსი", "რეზონანსი". იყო გაზეთ "ივერია ექსპრესის" რედაქტორის მოადგილე; "რეზონანსის" მორიგე რედაქტორი, "ახალი ვერსიის" მთავარი რედაქტორი; გაერთიანებული ქართული მედიისა და ბიზნესის ჯგუფის მთავარი რედაქტორი; თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის მთავარი რედაქტორი. არის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე; მედიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე; ღვინის კლუბის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; ლიტერატურულ-საზოგადოებრივი გაერთიანება "არილის" წევრი. გამოცემული აქვს წიგნები: "Aielite", "ომი პროზად"("ბებერი პოეტების ორდენის წევრთა ერთობლივი თვითგამოცემები"), "ქვები". არის ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. უფლებადამცველი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.308

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: