შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ პეშკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ლენინგრადის №1 სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის ფაკულტეტი. მუშაობდა ქირურგად თათრეთის საბჭოთა ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1978 წელს დაბრუნდა ბათუმში და დაიწყო მუშაობა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად აჭარის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. 1980-1982წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში. 1988 წლიდან არის აჭარის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განყოფილების გამგე, ხოლო 2011 წლიდან-კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პარალელურად საქმიანობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |