The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ პეშკოვი

დაბადების თარიღი:29 მარტი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ლენინგრადის №1 სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის ფაკულტეტი.

მუშაობდა ქირურგად თათრეთის საბჭოთა ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1978 წელს დაბრუნდა ბათუმში და დაიწყო მუშაობა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად აჭარის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. 1980-1982წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში. 1988 წლიდან არის აჭარის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განყოფილების გამგე, ხოლო 2011 წლიდან-კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პარალელურად საქმიანობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: