შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ქურციკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა. სწავლობდა სტრასბურგის(საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტსა და მაასტრიხტის(ჰოლანდია) მმართველობის სკოლაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა კორესპონდენტად საქართველოს გაზეთებსა და ტელევიზიებში, მათ შორის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა "მოამბეში", აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრსა და სარეკლამო კომპანია "მაკენ-ერიქსონში". 1998 წლიდან არის გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.48
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |