The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1984  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2006 წელს; ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა; 2005-2006 წლებში გაიარა კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ერთწლიანი დაუსწრებელი სწავლების კურსი ადამიანური რესურსების მართვაში; ჰარვარდის უნივერსიტეტი სპეციალობთ სახელმწიფო ადმინისტრირება 2015 წელს.

2004 წელს დააარსა არასამთავრობო  ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტერესების დაცვის ახალგაზრდული კავშირი"; იყო მისი გამგეობის წევრი და პროექტის კოორდინატორი; 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია), ჯერ იურისტის ასისტენტის, ხოლო შემდეგ-იურისტის თანამდებობაზე; 2009 წლიდან იყო საია-ს საპარლამენტო მდივანი, ხოლო 2010-2012 წწ. ამ ორგანიზაციის  თავმჯდომარე; ამავე პერიოდში იყო "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" 32 არასამთვრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი კოალიციის თავმჯდომარე და 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მმართველი კომიტეტის წევრი; 2013 წლის თებერვლიდან თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი და მუშაობდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებების მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე; 2014 წელს იყო ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო კონკურსის (HUMAN RIGHTS TULIP AWARD) შესარჩევი ჟიურის წევრი (ჰოლანდია); 2015-2016 წწ. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (PROLoG) კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელი; 2016-2019 წწ. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2016-2020წწ. საქარტველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაშრომები: "ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში" (2007), "პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგი", "საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი" (2008), "უმაღლესი აუდიტის სამსახურის კონცეფცია"(2008), "მართლმსაჯულება საქართველოში" (2010). მიღებული აქვს ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის ჯილდო, სტუდენტურ სწავლებაში მიღწეული წარმატებისთვის.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.75; საქართველოს პარლამენტის ვებ-ეგვერდი: parliament.ge; ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: