The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ამარიანი

გიორგი ამარიანი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:სამოქალაქო უფლებების დამცველი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი; სწავლობდა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპულ ცენტრში(გერმანია).

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფში; სახალხო დამცველის აპარატის პოლიტიკისა და ინფორმაციის დეპარტამენტში; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტში. იყო ზურაბ ჟვანიას სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გენერალური დირექტორი; საქართველოს გაეროს ასოციაციის ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის კოორდინატორი; საქართველოს გაეროს ასოციაციის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების კურატორი. არის ქურთული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დამფუძნებელი. აღმოსავლეთმცოდნე.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.75


გააზიარე: