The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა გაბრიაძე

ანა გაბრიაძე
Date of birth:3 April, 1968  (57 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის სპეციალობით.

1994-2007წწ. ხელმძღვანელობდა საბავშვო სამხატვრო სტუდიას. არის არაერთი გამოფენის მონაწილე საქართველოსა და უცხოეთში. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში სხვდასხვა ქვეყანაში. 45 თოჯინისაგან შემდგარი მისი კომპოზიცია დაცულია თოჯინების სახელმწიფო მუზეუმში. 2002 წლიდან აქტიურად მონაწილეობს დიღმის ტყე-პარკის დაცვის საქმეში. 2000-2003წწ. შექმნა ფერწერული ტილოების ციკლი "დიღმის ტყე", რომლის გამოფენა-აქციაც მოეწყო გალერეებში "ორიენტსა" და TSM-ში. 2003-2007წწ. საზოგადოებრივ საწყისებზე კოორდინაციას უწევდა დიღმის ტყე-პარკში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს: ტოპოგეოდეზიურ კვლევას, პასპორტიზაციას, ნიადაგის შესწავლას, ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასებასა და სამელიორაციო ღონისძიებების დაგეგმვას. 2011 წლიდან სათავეში უდგას არასამთავრობო ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცეს".

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.99


Share: