შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტან ცეცხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა შუახევი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა ბათუმის ინსტიტუტ "მეგობრობის" ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა რეპორტიორად აჭარის რადიოში, გაზეთ "ბათუმელებში", ტელეკომპანიებში "იმედსა" და "რუსთავი 2"-ში. იყო "ევროკავშრი და საქართველოს" და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტების დირექტორი, კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის კოორდინატორი, კონსორციუმ MACS-ის კონსულტანტი მედიის საკითხებში, გაზეთ "ბათუმელების" ვებგანვითარების მენეჯერი და Nstgazeti.ge-ს მთავრი რედაქტორი. კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში ასწავლის ახალი მედიის კურსს. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.122
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |