The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუცა ალექსი-მესხიშვილი

ნუცა ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

1992-1996წწ. სწავლობდა პარიზის(საფრანგეთი) კინოსკოლა "ფემისის" სარეჟისორო ფაკულტეტზე. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. 2009 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბედნიერება", რომელიც ოცდაათამდე კინოფესტივალზე უჩვენეს და მათგან რამდენიმეზე პრემიებითაც აღინიშნა. მისი რეჟისორული ნამუშევრებია შემდეგი ფილმები: "ღამე", "შავი ზღვა", "ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით?"(სადიპლომო ნამუშევარი), "კრედიტის ლიმიტი"(2014). კინორეჟისორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.152

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლესინიას ფესტივალი(იტალია) , ოქროს პრემია, ფილმისთვის "ბედნიერება"
  • ტორუნის ფესტივალი(პოლონეთი), მაყურებლის პრიზი, ფილმისთვის "ბედნიერება"
  • ტრიესტის კინოფესტივალი(იტალია), სპეციალური პრიზი, ფილმისთვის "ბედნიერება"
  • ვენეციის 66-ე კინოფესტივალი(იტალია) , ჟიურის სპეციალური პრიზი, ფილმისთვის "ბედნიერება"

გააზიარე: