The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ჯემალ ღაღანიძე

ჯემალ ღაღანიძე
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1933  (84 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ ათეულ სპექტაკლსა და ოცზე მეტ მხატვრულ ფილმში. თეატრში განსახიერებული როლები: წიწოლა("ბახტრიონი"), ბატონი გიორგი("მზიანი ღამე"), არჩილ ფორია("გვადი ბიგვა"), ფირუზა("მეტეხის ჩრდილში"), ვაჭარი ტყუილ კოტრიანცი ("ხანუმა"), ლავრენტი და მამამთილი("კავკასიური ცარცის წრე"), I ღმერთი("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), II ალქაჯი ("მაკბეტი") და სხვ.. გადაღებულია ფილმებში: "ჩემი მეგობარი ნოდარი"(1968), "კარდაკარ"(1960), "ფეოლა" (1970), "ვინ არის დამნაშავე", "კაპიტნები"(1974) და სხვ. ქართული კინოსა და  თეატრისა მსახიობი. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის "ვარსკვლავი".

 წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.189

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
  • 2009 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2007 - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი"იპო"
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: