Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ღაღანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-2023წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ ათეულ სპექტაკლსა და ოცზე მეტ მხატვრულ ფილმში. თეატრში განსახიერებული როლები: წიწოლა ("ბახტრიონი"), ბატონი გიორგი ("მზიანი ღამე"), არჩილ ფორია ("გვადი ბიგვა"), ფირუზა ("მეტეხის ჩრდილში"), ვაჭარი ტყუილ კოტრიანცი ("ხანუმა"), ლავრენტი და მამამთილი ("კავკასიური ცარცის წრე"), I ღმერთი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), II ალქაჯი ("მაკბეტი") და სხვ.. გადაღებულია ფილმებში: "კარდაკარ" (1960), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (1965), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (1968), "ფეოლა" (1970), "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971), "გათენების წინ" (1971), "ზღვის მგელი" (1972), "ნერგები" (1972), "ლაზარეს თავგადასავალი" (1973), "ბიჭები იასამნის ქუჩიდან" (1974), "კაპიტნები" (1974), "ჩირიკი და ჩიკოტელა" (1975), "აურზაური სალხინეთში" (1975), "გაქცევა გათენებისას" (1975), "ნატვრის ხე" (1976), "დილის ნისლივით" (1976), "პირველი კონცერტი" (1978)", "კაცია ადამიანი ?!" (1979), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (1983), "ქართველები ცაში" (1984), "აღდგომის ბატკანი" (1988), "ჭა" (1988), "ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ" (1998), "ძვირფასო მ." (2000) და სხვ. ქართული კინოსა და თეატრისა მსახიობი. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის "ვარსკვლავი". წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.189; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.122; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |