შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგი კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლობდა დრიუს (აშშ) უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2003 წელს-ბუდაპეშტის (უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპულ კვლევათა მაგისტრი. 2010 წელს მიენიჭა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. საქართველოს წარმომადგენლობა გაეროსთან, სტჟიორი (2001); ინგლისური გამომცემლობა "24 საათი" (2004); 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნუვერსიტეტის პროფესორი; 2004-2005წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსი მრჩეველი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2005); საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი (2006); 2006-2007წწ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2008-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 2011-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2012-2016წწ. საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2013); 2013-2016წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი; 2016 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, სააჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.215; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |