The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ გეგეშიძე

არჩილ გეგეშიძე
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1978 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალურიგეოგრაფიის კათედრის ასპირანტურა 1981 წელს.

1992 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1992-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ეროვნული უსაფრთხოების საგარეო-პოლიტიკური უზრუნველყოფის ჯგუფის მრჩეველი; 1995-1996წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში; 1996-2000წწ. სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი; საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2000-2001წწ. სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) ფულბრაიტის სახელობის სტიპენდიანტი მკვლევარი; 2001-2013წწ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მთავარი მკვლევარი; ფონდის პროგრამების  ფარგლებში სალექციო კურსს კითხულობდა გლობალიზაციისა და განვითარების საკითხებზე, ატრებდა ტრენინგებს პოლიტიკის ანალიზში; სტენფორდის უნივერსიტეტში იყო ფულბრაიტის მოწვეული მკვლევარის რანგში; 2013- 2016წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში – აკრედიტებული ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტის რესპუბლიკასა და გრენადაში. გეოგრაფიის დოქტორი (1985).  2016 წლიდან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.226; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: