The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გარუნ აკოფოვი

გარუნ აკოფოვი
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 2020  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ფიზკულტურის ინსტიტუტი.

მუშაობდა გაზეთ "სოვეტსკი სპორტისა"(1949-1987) და "ფუტბოლის"(1960-1978) საკუთარ კორესპონდენტად საქართველოში; 1997-2010წწ. მუშაობდა გაზეთ "სვობოდნაია გრუზიის" სპორტის განყოფილების გამგედ; სპეციალურ კორესპონდენტად იყო მივლინებული ოლიმპიურ თამაშებზე რომში, ტოკიოში, მიუნხენში, მოსკოვში, ატლანტაში, აგრეთვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კალათბურთში. მიღებული აქვს საქართველოს აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ფონდის პრემია, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრემია. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი წიგნი კალათბურთსა და ფეხბურთზე.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.237

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (კალათბურთი)
  • ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: