The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთი ხუციშვილი

ქეთი ხუციშვილი
ოფიციალური სახელი:ქეთევან ხუციშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანისტიკის განყოფილება და მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპიტანტურა ინდოლოგიის განხრით.

90-იანი წლებიდან მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში: 1994-2001წწ. ამერიკის ეროვნულ-დემოკტარიულ ინსტიტუტში, 2002-2006წწ. ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, 2007-2008წწ. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდში. 2008 წლიდან არის ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. აღმოსავლეთმცოდნე.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.256

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის

გააზიარე: