The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კობახიძე

ვასილ კობახიძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:თეოლოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია, სტრასბურგის(საფრანგეთი) მარკ ბლოკის სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა  ათენის(საბერძნეთი) ეროვნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1993 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა დიაკვნად, ხოლო 1995 წელს-მღვდლად და დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის ეკლესიის  წინამძღვრად. იყო თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი და საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი. 1997 წელს დატოვა ყველა თანამდებობა საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაციებიდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლის მიმართ პროტესტის ნიშნად. 2007 წელს, როგორც პროტესტის უკიდურესი ნაბიჯი, უარი თქვა მღვდლობაზე. რელიგიათმცოდნე.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012. გვ.268


გააზიარე: