The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირმა სოხაძე

ირმა სოხაძე
Date of birth:28 November, 1956  (67 years)
Category:Composer, Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და თეორიული ფაკულტეტები.

4 წლისა უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლისა-საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ "რეროს" სოლისტი იყო. სწორედ "რეროში"იმღერა ცნობილი "ნარინჯისფერი სიმღერა"("Оранжевая песня"). 1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იყო მრავალი ციკლური გადაცემის ავტორი, რედაქტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი. მათ შორის სოციალურად დაუცველ, დაავადებულ და აფხაზეთის ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა დასახმარებლად; 1990-იან წლებში ჩატარებული 7 ტელემარათონის ავტორი და წამყვანი. ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, არის მრავალი სატელევიზიო, საესტრადო თუ ჯაზური საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, 100-მდე საესტრადო საბავშვო სიმღერის, ლექსების, სამი საბავშვო მიუზიკლისა და ერთი მონოოპერის ავტორი. 2014 წლის 15 აპრილს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნა. პიანისტი, ტელეჟურნალისტი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.10; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.191

Member of Organizations

  • ევრაზიის ტელეაკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვისთვის
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: