შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ბენდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტებში; 1970-იან წლებში "ლოკომოტივის" მორაგბეთა გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში; 1976 წლიდან იყო "ლოკომოტივის" უფროსი მწვრთნელი. 2007-2009წწ. მუშაობდა საქართველოს სპორტის აკადემიის პრორექტორად; იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის აკადემიის დირექტორის მოადგილე. მორაგბე. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.64
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |