The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო ბარნოვი

ანდრო ბარნოვი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კორპორაცია "რენდის" მიერ ორგანიზებული სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლესი კურსები. აშშ-ში მიიღო თავდაცვის ანალიზისა და ეროვნული უსაფრთხოების ორმაგი მაგისტრის ხარისხი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ ხმელთაშუა ზღვის კულტურათა კვლევის ცენტრში; თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის მიმართულებით; იყო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის მთავრი სამმართველოს სამხარეო პოლიტიკის განყოფილების უფროსი; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი; გაერთიანებული სამხედრო აკადემიის რექტორი; შიდა ქართლის გუბერნატორი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; არასამთავრობო ორგანიზაციის - სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის გამგების თავმჯდომარე; საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე. ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

 წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.86

ბიბლიოგრაფია

  • კედლები : ლექსები / ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და შენიშვნები დაურთო ანდრო ბარნოვმა (მთარგმნელი). - თბილისი, ლოგოსი, 1999. - 95გვ.

გააზიარე: