The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰერმან ვედეკინდი

ჰერმან ვედეკინდი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1998  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვადერნი, გერმანია
კატეგორია:მომღერალი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კოსფელდი, გერმანია.

1932 წლიდან დაიწყო მუშაობა ბილეფელდის ოპერაში, როგორც მოყვარულმა(ასრულებდა სახასიათო როლებს); 1943 წლიდან მუშაობდა ქ. ბერლინის ნაციონალურ თეატრში, ცნობილ გერმანელ მსახიობთან და რეჟისორთნ ჰანს ჰილპერტთან, როგორც მისი პირადი ასისტენტი; 1943-1944წწ. იყო ქ. დრეზდენის სახელმწიფო ოპერის მომღერალი; 1946-1950წწ. ქ. ბონის თეატეის მთავარი რეჟისორი, 1950-1954წწ. ქ. მიუნსტერის თეატრის, 1960 წლიდან ქ. ზაარბრიუკენის შტაატსთეატრის (შემდეგ ეწოდა ზაარის შტაატსთეატრი) ხელმძღვანელი; ვედეკინდისა და თეატრის მთავარი დირიჟორის ზიგფრიდ კელერის შემოქმედებითმა ტანდემმა ზაარბრიუკენის თეატრს სახელი გაუთქვა, მათ 1973 წელს ერთად განახორციელეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვაგნერის ოპერა "ლოენგრინი", 1975 წელს მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა"; 1974 წელს ვედეკინდის ინიციატივით ქ. ზაარბრიუკენში დაიდგა ზ. ფალიაშვილის ოპერები "აბესალომ და ეთერი" და "დაისი"; ვედეკინდისა და მისი მეგობრის ოსკარ ლაფონტენის ხელშეწყობით ქ. ზაარბრიუკენი და საქართველო პირველი დამეგობრებული ქალაქები გახდნენ; მისი დადგმები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე: ვაგნერი "ლოენგრინი", "მფრინავი ჰოლანდიელი"(1973, 1976), მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა" (1975, ქართულ ენაზე), გუნო "ფაუსტი" (1978), საქართველოში პირველად დადგა ბეთჰოვენის ოპერა "ფიდელიო" (1994); 1992 წელს თბილისში გაიხსნა ჰერმან ვედეკინდის მუზეუმი; საოპერო მომღერალი (დრამატული ტენორი), თეატრის ინტენდანტი (1970). გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის მიღებული აქვს დიდი ჯვარი, ჩრდილოეთ ვეინ-ვესტფალის მედალი, ზაარის ორდენი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 175

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 1995 - საქართველოს საპატიო მოქალაქე
  • ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი

გააზიარე: